ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

26 იანვარი, 2016 • 1330
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს,  26 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

სების ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4970  შეადგინა.

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს 22 იანვარს გადააჭარბა  და  2.4694 შეადგინა.  მანამდე  ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია , როცა  1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა მაშინ ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ლარის გაუფასურება ბოლოს 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2014 წლის 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი. ამ დროიდან მოყოლებული ლარი 0.72 ლარით გაუფასურდა. 2016 წლის იანვარში კი, 10 თეთრით. 26 იანვარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ სები  “წერტილოვან ინტერვენეციებს” ახორციელებს და ივარაუდა, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდება. მისი თქმით,  ლარის კურსი  2.4  ნიშნულს დაუბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი