ეკონომიკა

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა

22 იანვარი, 2016 • 1609
ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა – 2.4694. ეს 0.0249 ნიშნულით მეტია წინა დღის ფიქსირებულ კურსთან.

22 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია – 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა,ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი