ეკონომიკა

მინისტერიალი გათხევადებული გაზის პროექტზე

14 თებერვალი, 2011 • • 1100
მინისტერიალი გათხევადებული გაზის პროექტზე

14 თებერვალს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტრები ესწრებოდნენ, კერძოდ, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს გარემოს მინისტრი იონ არიტონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი, ასევე, უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრი თამას ფელიგი.

მინისტერიალმა გათხევადებული გაზის პროექტის, “AGRI”-ის განხორციელებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. აგრეთვე, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს – “ერთობლივი დეკლარაცია “AGRI”-ის პროექტთან დაკავშირებით”  (Joint Declaration on AGRI Project), რისი საშუალებითაც უნგრული კომპანია “ MVM”  AGRI-ის გათხევადებული გაზის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შემადგენლობაში მიიღეს. აღნიშნულ შეხვედრაზე  პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა და პროექტში კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ჩართვა“AGRI”-ის პროექტს ხაზს უსვამს, როგორც ე.წ. “სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის” მნიშვნელოვან კომპონენტს, მომავალში ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის და კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირით მომარაგების ერთ-ერთ დამოუკიდებელ წყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი