ეკონომიკა

სააკაშვილი: 2015 წელს ნომინალური მშპ გაორმაგდება

10 მარტი, 2011 • • 972
სააკაშვილი: 2015 წელს ნომინალური მშპ გაორმაგდება

პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები უნდა ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და აშშ-სთან.

სააკაშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ამოქმედება კიდევ უფრო მეტად განავითარებს ეკონომიკას, გაზრდის ექსპორტს და 2015 წლისთვის გააორმაგებს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს. მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და, შესაბამისად, გაზარდოს საექსპორტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

2015 წელს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, ხელფასები საშუალოდ 50 პროცენტით გაიზრდება, უმუშევრობა ორჯერ შემცირდება და საქართველოში იქნება ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი