პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პერევენციის მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. პრეზიდენტმა ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად დაასახელა მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა. პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამის ამოქმედების შედეგად მაღალმოსავლიანი სიმინდისა და ხორბლის თესლი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შენაძენის დაფარვა მსურველებს 7 თვის განმავლობაში შეეძლებათ.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შედეგად ხორბლის წარმოება გაიზრდება და შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურენეობის სფეროში სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების ამოქმედებაზე. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.
პრეზიდენტის განცხადებით, ჯამში, 150 მილიონი ლარით გაიზრდება სოფლის მეურნებობის დაფინანსება, აღნიშნული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი კი ახალი გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას მოხმარდება.
პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის სოფლის მეურნებიდან მიღებული შემოსავალი არსებულ მაჩვენებელთან შედარებით იქნება მინიმუმ გაორმაგებული, ისევე როგორც გაორმაგდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი.