ეკონომიკა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.49 ლარი ღირს

21 იანვარი, 2016 • 1039
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.49 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვრისთვის დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4445 ლარი ღირს, რაც 21 იანვრისთვის დადგენილ კურსზე 0.0128 ერთეულით მეტია.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარს დაახლოებით 2.49 ლარად ყიდიან: თიბისი ბანკში – 2.4850 ლარად, საქართველოს ბანკში – 2.49 ლარად, პროკრედიტ ბანკში – 2.4760 ლარად, ვითიბი ბანკში – 2.48 ლარად, ლიბერთი ბანკში – 2.48 ლარად.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია –  1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.  თუმცა,ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, 2015 წლის დასაწყისში კი 1 აშშ დოლარი 2.2 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი