ეკონომიკა

2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა

21 იანვარი, 2016 • 2730
2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით,  2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია;

აქედან ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარს (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წელს 5521 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ქვემოთ მოყვანილი ცხრილი აჩვენებს 2014-2015 წლების ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში და მათ ცვლილებას (პროცენტულად) წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი 2014-15 წყარო: საქსტატი

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი 2014-15 წყარო: საქსტატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი