ეკონომიკა

2010 წლის დეპოზიტების ძირითადი მაჩვენებლები

31 იანვარი, 2011 • • 961
2010 წლის დეპოზიტების ძირითადი მაჩვენებლები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე, გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი  იანვრისათვის 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 1.5 მლრდ ლარით, ანუ 43.0 პროცენტით მეტია 2010 წლის 1 იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.  2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 762.7 მლნ ლარით, ანუ 59.8 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 704.6 მლნ ლარით, ანუ 33.6 პროცენტით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა წლის განმავლობაში საშუალოდ 8.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი