ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა, რეგიონების მიხედვით, სულ 1 566 808 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე მეტი – 1 083 249 ლარი თბილისმა მიიღო, მას 115 809 ლარით იმერეთი მოჰყვება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთმა – 92 628 ლარი მიიღო. სვანეთის შემდეგ 68 023 ლარით აჭარა დაფინანსდა, მას შიდა ქართლი მოჰყვება, სადაც კომერციუოი ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 59 172 ლარი შეადგინა. სესხები დანარჩენი რეგიონების მიხედვით კი შემდეგნაირიად ნაწილდება: ქვემო ქართლი – 56 729 ლარი; კახეთი – 56 729 ლარი; სამცხე-ჯავახეთი – 21 689 ლარი; გურია – 14 896 ლარი; მცხეთა- მთიანეთი – 2 435 ლარი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 578 ლარი.
2010 წლის 1 იანვრის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები ეროვნულ ვალუტაში 2011 წლის პირველი იანვრის მონაცემებზე დაბალია და სულ 1 145 149 ლარს შეადგენს. აქედან ყველაზე დიდი თანხა – 829 903 ლარი, თბილისმა მიიღო, ხოლო დედაქალაქს 65 780 ლარით იმერეთის რეგიონი მოჰყვება. 2011 წლის პირველი იანვრისგან განსხვავებით, სამეგრელო – ზემო სვანეთზე მეტი თანხა ამჯერად აჭარის რეგიონმა მიიღო, სადაც კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხმა აღნიშნულ რეგიონში 64 272 ლარი შეადგინა, ხოლო სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონმა 60 527 ლარი მიიღო. შემდეგ შიდა ქართლი მოდის 38 890 ლარით.
კომერციული ბანკების მიერ სხვა რეგიონებში გაცემული სესხები, 2010 წლის იანვრის მონაცემებით, შემდეგნაირიად განაწილდა: ქვემო ქართლი – 32 908 ლარი; კახეთი – 28 919 ლარი; სამცხე – ჯავახეთი- 14 259 ლარი; გურია – 7 971 ლარი; მცხეთა – მთიანეთი – 1 103 ლარი; რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 617 ლარი.