ეკონომიკა

2010 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა

28 იანვარი, 2011 • • 953
2010 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წლის დასაწყისიდან მოგებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა.  ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა და 78.1 პროცენტი  შეადგინა.

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები  419.1 მლნ ლარით, ანუ 4.1 პროცენტით გაიზარდა და 10564.2  მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1787.6 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.9 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.7 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი