ეკონომიკა

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 4.9 მილიარდია

28 იანვარი, 2011 • • 1016
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 4.9 მილიარდია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების  მოცულობამ 2011 წლის პირველი  იანვრისათვის 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 326.8 მლნ ლარით, ანუ 7.1 პროცენტით მეტია 2010 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელზე. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშები 137.4 მლნ ლარით ანუ 7.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები კი  193.9 მლნ ლარით, ანუ 7.4 პროცენტით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 7.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 69.7 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 19.6 პროცენტს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი