ეკონომიკა

ლუკოილი ერთ-ერთი უმსხვილეს გადამხდელად დასახელდა

28 იანვარი, 2011 •
ლუკოილი ერთ-ერთი უმსხვილეს გადამხდელად დასახელდა

კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავთობროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა  2010 წლის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო ნავთობკომპანიები დაასახელა.

“ლუკოილ ჯორჯია“  სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთ უმსხვილეს გადამხდელად დასახელდა, კერძოდ,  სახელმწიფო ბიუჯეტში, მან 70 მილიონი ლარი შეიტანა. ნავთობროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა „ლუკოილ ჯორჯიას“ ხანგრძლივი და სტაბილური საქმიანობა, რომელიც 14 წელია, რაც გრძელდება.

კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებისათვის სპეციალური სიგელითაც დაჯილდოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი