ეკონომიკა

საახალწლო ღონისძიებების საკითხი კვლავ აქტუალურია

27 იანვარი, 2011 • • 1032
საახალწლო ღონისძიებების საკითხი კვლავ აქტუალურია

27 დეკემბერს საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ზაზა გაბუნიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ბიუჯეტიდან დაფინანსებული საახალწლო ღონისძიებების ხარჯებთან დაკავშირებით ისაუბრა. ორი თვის წინ, მაშინ, როდესაც ქალაქის საახალწლოდ მორთვა დაიწყო, ქრისტიან-დემოკრატებმა თბილისის მერიას მიმართეს, რათა  მას ღონისძიებების ბიუჯეტი დაწვრილებით წარედგინა პარტიისთვის და საზოგადოებისთვის.  ზაზა  გაბუნიამ აღნიშნა, რომ  მერიამ, ერთის მხრივ,  მათთან დაკავშირების ცუდი ფორმა აირჩია, მეორეს მხრივ, მთავრობის უწყებას ქარისტიან-დემოკრატებისთვის საბუთი ათი დღის ვადაში უნდა წარედგინა, თუმცა მერიამ მათ ეს საბუთი მხოლოდ ახლახან მიაწოდა.

საკრებულოს წევრმა გამოთხოვილ ციფრზე  გამახვილა ყურადღება, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. ზაზა გაბუნიას თქმით, აღნიშნული თანხა სინამდვილისგან შორს არის. მასში საუბარი არ არის, თუ რა საჭიროებების მიხედვით დაიხარჯა აღნიშნული თანხა, ეს კი ქრისტიან-დემოკრატიის წევრის აზრით,  მერიის უპასუხისმგებლობო დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს.

ნეტგაზეთთან საუბარში ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა ინფლაციასთან დაკავშირებით  აუდიენცია მოითხოვა, მთავრობის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უარი არ თქმულა, თუმცა აღნიშნული საკითხი ჭიანურდება. მან აღნიშნა, რომ ამჟამად პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე  ევროსაბჭოსშია და მისი ჩამოსვლისთანავე ქრისტიან-დემოკრატები ინფლაციის საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან და,  სავარაუდოდ, მათ პარლამენტში ყველა პასუხისმგებელ პირთან ექნებათ საუბარი.  ამ ეტაპზე კი მათი მთავარი მიზანია, მთავრობის აზრს გაეცნონ. საკრებულოს წევრმა  ისიც დასძინა, რომ პრეზიდენტმა    ტელეხიდის საშუალებით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და, შესაბამისად, არ ისაუბრა პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებზე.

ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ზაზა გაბუნიას ბრიფინგს საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი კოკი  იონათამიშვილი გამოეხმაურა. მისი განაცხადებით, საახალწლო ნაძვის ძე და სხვა საშუალებები- მათ შორის ყინულის მოედანი,  მთავრობამ  გასულ წელს შეიძინა. მისი აზრით, ხარჯები სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნილებას, რაც ნებისმიერ ქვეყანას უნდა გააჩნდეს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. უმრავლესობის წევრმა მერიის წერილის ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ახალ პროდუქტზე, რომელიც მთავრობამ საახალწლოდ შეიძინა, ტენდერი გამოცხადებული იყო და მისი თქმით, მერიას ზუსტ დროში  სათანადო ინფორმაცია არ ექნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი