ეკონომიკა

Starbucks-ის მოგება გაიზარდა

27 იანვარი, 2011 • • 1440
Starbucks-ის მოგება გაიზარდა

ყავის ინდუსტრიის გიგანტმა, Starbucks Corp-მა საკუთარი შემოსავლების ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა. კომპანიას ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გაყიდვებში სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. მიუხედავად ამ პრობლემებისა, “Starbucks” თანდათან იბრუნებს ადგილს ბაზარზე და პირველი კვარტლის მონაცემებით, მისი სუფთა მოგება 44%-ით გაიზარდა.

ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბირჟა დაიხურა და Starbucks-მა 346,6 მილიონი დოლარი მიიღო (აქციაში-45 ცენტი). ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 105,1 მილიონი დოლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდის ყავაზე მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელთა რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა. ადამიანები გაცილებით მეტ დროსა და ფულს ხარჯავენ Starbucks-ის კაფეებში, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახა კომპანიის შემოსავლებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი