ეკონომიკა

Toyota რეალიზაციიდან მანქანების ფართომასშტაბიან ამოღებას გეგმავს

26 იანვარი, 2011 • • 1103
Toyota რეალიზაციიდან მანქანების ფართომასშტაბიან ამოღებას გეგმავს

იაპონური მანქანების მწარმოებელი კომპანია,  Toyota, მსოფლიო მასშტაბით, 1.7 მილიონ მანქანას ამოიღებს გაყიდვიდან.  პრობლემები უმეტესად  ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპისთვის გამოშვებულ Lexus-ისა და Avensis-ის მარკის მანქანებს ეხებათ, რომლებშიც დეფექტები აღმოაჩინეს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტექნიკური სახის პრობლემა წარმოშვას. მიუხედავად აღნიშნული ხარვეზებისა,   Toyota ირწმუნება, რომ წარმოქმნილი  პრობლემების გამო ჯერ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხევევა არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ გასულ  წელს მთელი რიგი ავტომწარმოებელი კომპანიების მესვეურები, რომლებშიც შედიოდა Honda, Volkswagen, Hyundai, Nissan, Chrysler, Ford, Porsche, GM, Kia, Subaru, რეგულარულად  იღებდნენ გაყიდვიდან საკუთარ მანქანებს სხვადასხვა პრობლემებისა და დეფექტების გამო.

თუმცა ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე Toyota აღმოჩნდა, რომელიც 2009 წლის შემდეგ იძულებული გახდა, სერიული დეფექტების გამო, მსოფლიო საავტომობილო ბაზრიდან დაახლოებით 12 მილიონი მანქანა  ამოეღო, რომელიც ძირითადად სამუხრუჭე სისტემებისა და გაზის მექანიზმებს ეხებოდა.

აღნიშნულმა პრობლემებმა სერიოზული საფრთხე  შეუქმნა კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას. Toyota-ს პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ არა ერთხელ მოუბოდიშა საკუთარ მომხარებელს  აღნიშნული დისკომფორტისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი