ეკონომიკა

EFSF-ის მიერ აუქციონზე გატანილ ობლიგაციებზე მოთხოვნის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა

26 იანვარი, 2011 •
EFSF-ის მიერ აუქციონზე გატანილ ობლიგაციებზე მოთხოვნის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა

ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდმა (EFSF) 25 იანვარს  გასაყიდად  5 მილიარდი ევროს  ოდენობის აქციები გაიტანა, რომელთა ვადიანობაც 2016 წლამდე განისაზღვრა. მოთხოვნამ წარმოდგენილ თანხას 8.6-ჯერ გადააჭარბა და 43 მილიარდი ევრო შეადგინა. განაცხადი, მსოფლიო მასშტაბით,  500-მდე საჯარო და კერძო ფონდმა წარმოადგინა. როგორც Financial times-ის ანალიტიკოსმა, ვალენტინა სტედლერმა განაცხადა, მოთხოვნის ასეთი მაღალი მაჩვენებლი არასდროს დაფიქსირებულა. შეკვეთების წიგნი  15 წუთის შემდეგ უკვე სავსე იყო.

აუქციონმა აჩვენა, რომ ბაზრები ევროკავშირს ენდობიან  და იმედოვნებენ, რომ დავალიანებების კრიზისის აღმოფხვრის შესაძლებლობა არსებობს-აღნიშნულ საკითხს კომენტარი  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, რაინერ ბრუედერლემ გაუკეთა. რაც შეეხება ერთ-ერთი ფონდის მმართველის კომენტარს, რომლის სახელსაც Financial times არ აკონკრეტებს, მისი თქმით, EFSF-ს აქციები საიმედოა და ასევე მაღალი მოგებაც მოაქვს. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების მომგებიანობამ 2.8% შეადგინა.

ამ წელს EFSF კიდევ 16.5 მილიარდი ევროს ობლიგაციების რეალიზებას აპირებს, ხოლო 2012 წლისთვის ეს მაჩვენებლი დაახლოებით  10 მილიარდი ევროს ოდენობის  იქნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი