ლუკოილისა და რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასმა მოიმატა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემებით, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე აპი-დიზელის ფასი 2.15, დიზელ-ენერჯისა კი 2.00 ლარი იყო, სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე Euro Diesel 5 10 PPM 2.10 ლარი ღირდა, ხოლო Diesel L-62-1.90. აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასს, დღევანდელი მონაცემებით, არ მოუმატია. რაც შეეხება რომპეტროლს, გუშინ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე Efix Euro Diesel 2.10 ლარი ღირდა, ხოლო Euro Diesel კი– 1.95, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, Efix Euro Diesel 2.15 ღირს, ხოლო Euro Diesel-ის ფასი უცვლელია. ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე ევროდიზელი გუშინ 2.05 ღირდა, დღეს კი მისმა ფასმა 5 თეთრით მოიმატა და 2.10 ლარს მიაღწია.