ლუკოილისა და რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასმა მოიმატა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემებით, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე აპი-დიზელის ფასი 2.15, დიზელ-ენერჯისა კი 2.00 ლარი იყო, სოკარის ბენზინგასამართ სადგურებზე Euro Diesel 5 10 PPM 2.10 ლარი ღირდა, ხოლო Diesel L-62-1.90. აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის ფასს, დღევანდელი მონაცემებით, არ მოუმატია. რაც შეეხება რომპეტროლს, გუშინ რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე Efix Euro Diesel 2.10 ლარი ღირდა, ხოლო Euro Diesel კი– 1.95, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, Efix Euro Diesel 2.15 ღირს, ხოლო Euro Diesel-ის ფასი უცვლელია. ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე ევროდიზელი გუშინ 2.05 ღირდა, დღეს კი მისმა ფასმა 5 თეთრით მოიმატა და 2.10 ლარს მიაღწია.
ლუკოილში და რომპეტროლში დიზელის ფასმა მოიმატა
-
22.11.2026 სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ -
22.11.2026 რუსეთსა და საქართველოს შორის ახალ ფორმატში პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება – გალუზინი -
22.11.2026 საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია -
22.11.2026 პატრიარქი კირილე არის ომის მაკურთხებელი – მიტროპოლიტი იობი -
22.11.2026 „მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვინც ხელდასხმული არაა“ – რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს ციტატას ავრცელებს -
22.11.2026 მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
