ეკონომიკა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა

13 იანვარი, 2011 • • 1036
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა

ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011“, 2010 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა 4 საფეხურით არის გაუარესებული.  2010 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 26-ე პოზიციას იკავდებდა, ხოლო მიმდინარე წელს კი 29-ე ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის რეიტინგის თანახმად, 2010 წელს საქართველოსათვის მინიჭებული ჯამური ქულა- 70.4 უცვლელი დარჩა, წლევანდელ რეიტინგში, წინა წლისგან  განსხავებით,  საქართველოს ისეთმა ქვეყნებმა გაუსწრეს, როგორებიცაა-  ჩეხეთი, ლიტვა, ყატარი და ტაივანი.

ჰერითიჯის ფონდის მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, 2010 წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ბიზნესის თავისუფლების, ფისკალური თავისუფლების, სამთავრობო დანახარჯებისა და შრომის თავისუფლების მიმართულებით გაუარესდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს საკუთრების უფლებებისა და კორუფციისაგან თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ამ უკანაკნელ მაჩვენებელში, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

შეგახსენებთ, რომ ჰერითიჯის ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ათ კრიტერიუმს ემყარება, ესენია: ბიზნესის თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, სამთავრობო დანახარჯები, მონეტარული თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება, საკუთრების უფლებები, კორუფციისაგან თავისუფლება, შრომის თავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი