ნეტგაზეთი | აგრობიზნესის განვითარების ფარგლებში 300-მდე პროექტი დაფინანსდება აგრობიზნესის განვითარების ფარგლებში 300-მდე პროექტი დაფინანსდება – Netgazeti
RU | GE  

აგრობიზნესის განვითარების ფარგლებში 300-მდე პროექტი დაფინანსდება

„ფონდი ათასწლეულის გამოწვევა–საქართველო“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი აგრობიზნესის განვითარებას შეეხება. პროექტის მიზანი არსებული წვრილი ფერმერული მეურნეობების მომგებიან აგრობიზნესებად გარდაქმნაა, რაც რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს.

„ფონდი ათასწლეულის გამოწვევა–საქართველო“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი აგრობიზნესის განვითარებას შეეხება. პროექტის მიზანი არსებული წვრილი ფერმერული მეურნეობების მომგებიან აგრობიზნესებად გარდაქმნაა, რაც რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს.

„ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ცნობით, აგრობიზნესის განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 2011 წლისათვის 300-მდე პროექტის დაფინანსებაა დაგეგმილი, რომელიც  დაახლოებით 3,000  ადამიანს დაასაქმებს, ხოლო არაპირდაპირ სარგებელს 70,000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერი მიიღებს. 

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონი აშშ დოლარია, ხანგრძლივობა – 4-5 წელი. აგრობიზნესის განვითარების პროექტის საქმიანობა ორ კომპონენტს მოიცავს: საწარმოთა ხელშეწყობა და უწყვეტი საწარმოო ჯაჭვი. გრანტები რამდენიმე ტიპის საქმიანობის დასაფინანსებლად გაიცემა, კერძოდ, პირველადი წარმოება, რომლის საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა 50,000 აშშ დოლარია და თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი – 1:0,5, ანუ ყოველი $1 გრანტის მისაღებად ფერმერმა უნდა წარმოადგინოს $0.5 თანადაფინანსება. აღნიშნული საგრანტო პროექტის ტიპიური მაგალითებია – სანერგე მეურნეობა, მეცხოველეობის ფერმა, საფუტკრე მეურნეობა და ა.შ.

პროექტის ფარგლებში ფერმერთა მომსახურების ცენტრის შექმნა  იგეგმება, სადაც ფერმერს შესაძლებლობა ექნება, საჭირო სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები  შეიძინოს, კონსულტაციები გაიაროს ან აგროტექნიკის მომსახურებით ისარგებლოს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 50,000 აშშ დოლარია, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი – 1:0,75.

საგრანტო საქმიანობა მცირე გადამუშავებასაც მოიცავს, რომლისთვისაც თანხის მაქსიმალური ოდენობა 50.000 აშშ დოლარია, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთია – 1:1. მცირე გადამამუშავებელი საწარმოს ტიპიური მაგალითებია – რძის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, მცირე საკონსერვო წარმოება და სხვა მსგავსი საქმიანობა.

აგრეთვე, აგრობიზნესის განვითარებისთვის საჭიროა საწარმოო ჯაჭვის შექმნაც, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანის, შენახვის, გადამუშავების, მისთვის სასაქონლო სახის მიცემისა და ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრების მიზნით. გრანტის თანხის მაქსიმალური ოდენობაა 150,000 აშშ დოლარი, თანამონაწილეობის მინიმალური განაკვეთი – 1:1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა კუნჭულია