ეკონომიკა

წაიკითხეთ ლიდში ჩემი შენიშვნა, შენიშვნა წავიკითხეთ, ოღონდ ჩენც გვაქვს კომენტარი:)

12 იანვარი, 2011 • • 1032
წაიკითხეთ ლიდში ჩემი შენიშვნა, შენიშვნა წავიკითხეთ, ოღონდ ჩენც გვაქვს კომენტარი:)

ინტერნეტ პორტალი MySpace რეკონსტრუქციის მიზნით თავისი კადრების შემცირებას იწყებს. მას შემდეგ, რაც იგი, როგორც სოციალური ქსელი, Facebook-თან კონკურენციაში მალევე დამარცხდა, საიტის შემქმნელებმა გადაწყვიტეს მისთვის პროფილის შეცვლა და MySpace-ის გასართობ პორტალად გადაკეთება, რომელიც მუსიკაზე და ვიდეო ფაილებზე იქნება ორიენტირებული.

ახლი პროექტის ფარგლებში დაახლოებით 500-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება, რაც მომსახურე პერსონალის 47%-ია-იუწყება Reuters. რეკონსტრუქცია კი MySpace-ის თითქმის ყველა რაიონულ ფილიალს შეეხება.

პორტალი MySpace 2005 წელს მედია მაგნატმა, News Corp-ის გენერალურმა დირექტორმა, რუპერტ მერდოკმა 580 მილიონ დოლარად შეიძინა, მიუხედავად მკაცრი საკონკურსო პირობებისა. შედეგმაც არ დააყოვნა და Google-მა უკვე ერთ წელიწადში გააფორმა მასთან 900 მილიონ დოლარიანი სარეკლამო ხელშეკრულება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში MySpace-ის პოპულარობამ საგრძნობლად იკლო, რაც ბაზარზე ახალი მძლავრი კონკურენტის მარკ ცუკერბერგის სოციალური ქსელის Facebook-ის გამოჩენას უკავშირდება. აღნიშნული ქსელი კი ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ფასად-50 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი