ეკონომიკა

გერმანიის მშპ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

12 იანვარი, 2011 • • 2042
გერმანიის მშპ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

2010 წლის მონაცემებით,  მთლიანი შიდა პროდუქტი გერმანიაში 3.4 %-ით  გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც  1990 წელს დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია გაერთიანდა. მონაცემებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ბიურო საკუთარ პრეს-რელიზში აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ  2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკა რეკორდული მაჩვენებლით-4.7%-ით დაეცა.

სტატისტიკის ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშპ-ს ზრდა 2010 წელს, ძირითადად, საგარეო ვაჭრობის შედეგი იყო. ექსპორტის მოცულობა გერმანიაში წლის განმავლობაში 14.2%-ით გაიზარდა (2009  წელს ის 14,35-ით დაეცა), ხოლო იმპორტი-13%-ით, იგივე მაჩვენებელი 2009 წელს 9,4%-ით დაეცა.

გერმანია სიდიდით მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში, რამაც მას შეუწყო ხელი, მალევე აღედგინა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელზეც უარყოფითი გავლენა კრიზისმა იქონია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი