ეკონომიკა

ევრო შეიძლება კვლავ სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს

12 იანვარი, 2011 • • 1196
ევრო შეიძლება კვლავ სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს

სამშაბათის ვაჭრობის შედეგად, ერთიანმა ევროპულმა ვალუტამ, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მოახერხა გამყარებულიყო ამერიკული ვალუტის მიმართ და  სავაჭრო სესიის ბოლოს ევრო მყარად გაჩერდა 1.3 დოლარიან ნიშნულზე.

ევროს მხარდამჭერი აღმოჩნდა იაპონიის ხელისუფლების განცხადება, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარი ფასიანი ქაღალდების ევროპის ფინანსური სტაბილურობის  ფონდში (EFSF) გატანას გეგმავს. საქმე ეხება დაახლოებით 100 მილიარდი იენის ოდენობის თანხას.

მიუხედავად ამისა, ერთიანი ევროპული ვალუტის მდგომარეობა არც თუ ისე სტაბილურია და პორტუგალიური სესხების აუქციონზეა დამოკიდებული. ლისაბონს სურს, რომ ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, 1.25 მილიარდი ევრო მიიღოს, თუმცა  აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიურ ობლიგაციებზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია და აუქციონი ევროსთვის შეიძლება არც ისე იღბლიანად დასრულდეს, რამაც  შეიძლება  იგი სერიოზულ ზეწოლამდე მიიყვანოს.

სავაჭრო დიაპაზონზე ევროს ფასი, დღევანდელი მონაცემებით,  1,2900-დან 1,3130-მდე დოლარის  ფარგლებში იქნება – აცხადებენ Kalita-Finans-ის ანალიტიკოსები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი