ეკონომიკა

დეტროიტმა წლის საუკეთესო მანქანები დაასახელა

12 იანვარი, 2011 • • 1034
დეტროიტმა წლის საუკეთესო მანქანები დაასახელა

საერთაშორისო ჩრდილო ამერიკულმა საავტომობილო შოუმ, რომელიც ყოველწლიურად დეტროიტში ტარდება, Chevrolet Volt და Ford Explorer წლის საუკეთესო მანქანებად აღიარა. გადაწყვეტილება შოუს ჟიურიმ კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ამ წელს საუკეთესო სამგზავრო  მსუბუქი ავტომობილების კლასში, როგორც აღინიშნა,  Chevrolet Volt–მა გაიმარჯვა. მისი მწარმოებლების თქმით, მას სავსე ბატარეით 60 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ხოლო კატეგორიაში „შედარებით იაფი მანქანები“ ერთპიროვნული ლიდერი Ford Explorer გახდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო დედაქალაქმა რიგით 23–ე გამოფენას უმასპინძლა, სადაც გლობალურ საავტომობილო სფეროში უახლესი მიღწევები იქნა წარმოდგენილი. შოუზე ჟიურიმ გამარჯვებული წინა წელს გამოშვებული მანქანებიდან ამოარჩია, ხოლო წამყვანმა საავტომობილო ფირმებმა კი ახალი ნაწარმი გამოფინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი