ამერიკის საფონდო ბირჟაზე 11 იანვრის ვაჭრობის შედეგად ინდექსებზე ფასებმა მზარდი დინამიკა აჩვენა, რაც ნავთობზე ფასების მატებითაა განპირობებული.

Dow Jones-ის (Dow Jones Industrial Average ) ინდექსზე ფასი 0,30%-ით გაიზარდა და 11,671.88 პუნქტიან მაჩვენებელს მიაღწია. S & P 500-ის (Standard and Poor’s 500 Index ) მაჩვენებელი 0.37%-ით გაიზარდა 1,274.48-ს მიაღწია, ხოლო NASDAQ-ის (National Association of Securities Dealers Automated Quotation ) ინდექსმა 0.33%-ით მოიმატა და 2,716.83 ნიშნულს გაუტოლდა.

როიტერთან ინტერვიუში Shawn Hackett-მა, Hackett Financial Advisors -ის მთავარმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკვე  შეინიშნება  ტენდენცია იმისა,  რომ  ნავთობზე ფასი უახლოეს მომავალში ბარელზე  100 დოლარსაც კი მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბარელი ნავთობის ფასმა, სამშაბათის მონაცემებით,  უკვე 91 დოლარს გადააჭარბა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *