საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 149.5 ლარით განისაზღვრა, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.8 ლარით მეტია. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 132.4 ლარია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21.9 ლარით მეტია, 2010 წლის ნოემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 250.8 ლარით განისაზღვრა, რაც 2009 წლის ნოემბრის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე 41.6 ლარით მეტია.
ოჯახის ტიპებს რაც შეეხება, 2010 წლის ნოემბერში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 132.4 ლარით განისაზღვრება, ორსულიანისა– 211.9 ლარით, სამსულიანის– 238.4 ლარიით, ოთხსულიანის –264.9–ით, ხუთსულიანის– 298–ით, ხოლო რაც შეეხება ექვსსულიან და მეტ წევრიან ოჯახს, მისი საარსებო მინიმუმი 352.3 ლარით განისაზღვრება.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის მაქსიმალური მაჩვენებელი 2010 წლის ნოემბერში დაფიქსირდა-132.4 ლარით, ხოლო მინიმალური მაჩვენებელი კი 2004 წლის ივნისში-70.1 ლარით.
