2010 წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 55,448787 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დღეს გამოქვეყნებული ცნობებით, ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 43,1%-ით გაიზარდა, ხოლო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ ჯამში 55,45 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჩინეთის საბაჟოს ინფორმაციით, გასულ წელს ჩინეთის იმპორტი 69%-მდე გაიზარდა და 29,61 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთის სასაქონლო იმპორტი ჩინეთში 21,7%-მდე გაიზარდა და 25,84 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ჩინეთში იწინასწარმეტყველა, რომ სავაჭრო მაჩვენებლები ორ ქვეყანას შორის წლის ბოლოს 55-57 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. ექსპერტის განმარტებით, გასულმა წელმა გვიჩვენა, რომ ქვეყნებმა წარმატებით გადალახეს 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და, ფაქტობრივად, 2008 წლის მონაცემებს დაუბრუნდნენ, როდესაც რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 56 მილიარდს გადააჭარბა, 2009 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენით რუსეთსა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 32 %-ით შემცირდა და 38,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.