ეკონომიკა

“PSA Peugeot Citroen”-მა 2010 წელს საკუთარი გაყიდვების რეკორდი მოხსნა

10 იანვარი, 2011 • • 1076
“PSA Peugeot Citroen”-მა 2010 წელს საკუთარი გაყიდვების რეკორდი მოხსნა

ფრანგული მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ, “PSA Peugeot Citroen”-მა 2010 წელს საკუთარი გაყიდვების რეკორდი დაამყარა და 3.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ფილიპ ვარინის განცხადებით, ეკონომიკური კლიმატი მათთვის იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მანქანების გაყიდვებმა ჯამში 5 %-ით დაიკლო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარკის მანქანების გაყიდვების დონე 2011 წელსაც მოიმატებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი