ეკონომიკა

მიმდინარე წელს საქართველო GSP+ რეჟიმით კვლავ ისარგებლებს

10 იანვარი, 2011 • • 1159
მიმდინარე წელს საქართველო GSP+ რეჟიმით კვლავ ისარგებლებს

საქართველო უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ევროკავშირის პრეფერენციების ზოგადი რეჟიმით (GSP).  ამ რეჟიმის მარეგულირებული წინა დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, საქართველოზე გავრცელდა მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობის სპეციალური მექანიზმი, ანუ GSP+ (ამოქმედების საცდელი პერიოდი დაიწყო 2005 წლის 1 ივლისიდან), რომელიც სთავაზობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით შეღწევის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წელს GSP+ ის სპეციალური რეჟიმით დადგენილი დამატებითი შეღავათები 16 ქვეყანაზე გავრცელდება. ამ რეჟიმით მოსარგებლე ქვეყანა, პირველ რიგში, უნდა აკმაყოფილებდეს ,,მოწყვლადობის“ კრიტერიუმს მისი სიდიდის თუ ექსპორტის დივერსიფიცირების მწირი შესაძლებლობის გამო. დივერსიფიცირების მწირი შესაძლებლობა და ქვეყნის დამოკიდებულება შემდეგნაირად განისაზღრვება: პრეფერენციების ზოგადი სისტემის ფარგლებში ამ ქვეყნიდან ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქციის ხუთი უმსხვილესი სექტორი პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული სრული იმპორტი 75%–ზე მეტს უნდა შეადგენდეს. ასევე, ამ ქვეყნიდან პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული იმპორტი ევროკავშირში  პრეფერენციების ზოგადი სისტემით გათვალისწინებული სრული იმპორტის 1%–ზე ნაკლება უნდა შეადგენდეს.

ამ რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნებმა უნდა მოახდინონ რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება იმ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციისა ადამიანის უფლებების, შრომის ძირითადი სტანდარტების, გარემოს დაცვის და კარგი მმართველობის სფეროებში, რომლებიც პრეფერენციების ზოგადი სისტემის შესახებ მარეგულირებელ დოკუმენტშია ჩამოთვლილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი