ეკონომიკა

აქაც წაიკითხეთ ლიდი

10 იანვარი, 2011 • • 1078
აქაც წაიკითხეთ ლიდი

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამრიცხველიანების სამუშაოები საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, კომპანიამ, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროს ელექტრო-გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებასა და გამრიცხველიანებისათვის 151 500 ლარი დახარჯა და 505 აბონენტი გაამრიცხველიანა.

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟით არ შემოიფარგლება, ეს პროცესი ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული სადენები, ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.

საქართველოს რეგიონებში აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების დასრულებას  2013 წლის ბოლოსთვისა ვარაუდობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი