ეკონომიკა

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

10 იანვარი, 2011 • • 1640
საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 239,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 25,1%-ით ნაკლებია. მომსახურების ბალანსი დადებითია და 200,2 მლნ.  დოლარს შეადგენს, 2,2-ჯერ მეტს წინა კვარტალთან შედარებით. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე – იმპორტი. მომსახურების ექსპორტი 483,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მომსახურების იმპორტი – 283,6 მლნ. აშშ დოლარია.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება, 171,3 მლნ. აშშ დოლარით. რომელიც 2010 წლის III კვარტალში, II სთან შედარებით, 1,9 – ჯერ გაიზარდა.

მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება –36,2 მლნ. აშშ დოლარი, რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით 14,7%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 16,6%-ით გაიზარდა.

2010 წლის III კვარტალში მლნ. აშშ დოლარზე მეტი დადებითი ბალანსი დაფიქსირდა კავშირგაბმულობის, სამშენებლო, საფინანსო და სამთავრობო მომსახურებაში, ხოლო უარყოფითი ბალანსი– სადაზღვევო და სხვა საქმიან მომსახურებაში.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 2010 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 19,3%-ით არის გაზრდილი– 298,8 მლნ.  ხოლო 20,4 მლნ. დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2010 წლის III კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 2,2-ჯერ, ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 9,1%-ით გაიზარდა. კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 53,2 მლნ. დოლარს შეადგენდა. სარეზერვო აქტივები კი 158,8 მლნ. ით გაიზარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი