ეკონომიკა

დევნილთა საყოფაცხოვრებო ხარჯები 2011 წელს

26 დეკემბერი, 2010 • • 1193
დევნილთა საყოფაცხოვრებო ხარჯები 2011 წელს

2011 წლისათვის ორგანიზებულად განსახლებული ერთი დევნილისა და ლტოლვილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება თვეში განისაზღვრა თბილისში 13.48 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში – 12.98 ლარით. აღნიშნული დაფინანსება ცენტრალიზებულად უნდა განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, ჩასახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ერთ დევნილსა და ლტოლვილზე განისაზღვრა თვეში არა უმეტეს 5 ლარით. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდება სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი