ეკონომიკა

ბრიტანეთი ამინდმა დააზარალა

21 დეკემბერი, 2010 • • 991
ბრიტანეთი ამინდმა დააზარალა

ახალი წლის წინა დღეებში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი შესყიდვები ხორციელდება, ხოლო ევროპაში შექმნილმა ცუდმა ამინდმა პრობლემები შეუქმნა არა მარტო მგზავრებს, არამედ მსხვილ ინტერნეტ-გაყიდვების კომპანიებსაც.

საერთო ჯამში, შექმნილმა ქაოსმა და გადადებულმა რეისებმა, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთს 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ზარალი მიაყენა.

დიდი ბრიტანეთის წამყვანი ეკონომისტის, ჰოვარდ არჩერმის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ თოვლი და ყინვა კიდევ გაგრძელდება, შედეგად საშობაო ვაჭრობების ჩაშლას მივიღებთ, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას უფრო სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი