ნეტგაზეთი | ქვესადგური „დინამო“ დღეს საზეიმოდ გაიხსნება ქვესადგური „დინამო“ დღეს საზეიმოდ გაიხსნება – Netgazeti
RU | GE  

ქვესადგური „დინამო“ დღეს საზეიმოდ გაიხსნება

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 21 დეკემბერს, 12 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმონოვი მაღალი ძაბვის ქვესადგურ „დინამო”-ს საზეიმოდ გახსნიან.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 21 დეკემბერს, 12 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმონოვი მაღალი ძაბვის ქვესადგურ „დინამო”-ს საზეიმოდ გახსნიან.

35- კილოვოლტიანი ქვესადგური „დინამო” თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს, მისი მეშვეობით ელექტროენერგია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11,6 ათასზე მეტ აბონენტს მიეწოდება, მათ შორის, 9,9 ათასი საყოფაცხოვრებო და 1,7 ათასი კომერციული სექტორებიდან. ამორტიზბული ზეთიანი აპარატების ნაცვლად  „დინამოს“ქვესადგურში, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ვაკუუმური და ელეგაზური აპარატების ბაზაზე. სულ 6-35– კილოვოლტიან ძაბვებზე შეცვლილია 49 უჯრედი. აღჭურვილობა შესყიდულია ისეთი ფირმებისაგან, როგორებიცაა: “სიმენსი” და „ტავრიდა ელექტროკ“-ი. აშენდა ახალი 35– კილოვოლტიანი, ორწრედიანი საკაბელო ხაზი „დიდუბე-220 – დინამო-35“. შეცვლილია 6– კილოვოლტიანი უჯრედების შემყვანი კაბელები.

ქვესადგურ “დინამოს” რეკონსტრუქციაზე, რომელიც გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, “თელასმა” 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში „თელასი” დედაქალაქის ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურის სრულ რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge