ეკონომიკა

თსუ-ს სტუდენტები საქსტატში სტაჟირებას გაივლიან

21 დეკემბერი, 2010 • • 1049
თსუ-ს სტუდენტები საქსტატში სტაჟირებას გაივლიან

საქსტატის ინფორმაციით, 20 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს  საქსტატის სისტემაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზებას. თანამშრომლობის ფარგლებში საქსტატის წარმომდაგენლები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრასთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე იმუშავებენ და მნიშვნელოვანი სტატისტიკური პროექტების განსახორციელებლად ერთობვლივ სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ.

მემორანდუმს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ და თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი