ეკონომიკა

ახალი საგადასახადო სისტემა უკვე ამოქმედდა

21 დეკემბერი, 2010 • • 1434
ახალი საგადასახადო სისტემა უკვე ამოქმედდა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი საგადასახადო სისტემის პროექტის „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორება“ და „ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების“ სისტემების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სისტემები ეროვნულ ბანკში უკვე ამოქმედდა,-იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ახალი ანგარიშსწორებს სისტემის მეშვეობით ოპერაციები, რომლებიც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან არიან დაკავშირებული, ქაღალდის დოკუმენტების ბრუნვის ნაცვლად, ელექტრონულ რეჟიმში განხორციელდება, რაც გადარიცხვების სწრაფ, უსაფრთხო და უწვეტ დამუშავებას შეუწყობს ხელს.

ახალი სისტემის დანერგვისათვის დაფინანსება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაგან გასულ წელს აშშ–ს ელჩთან ერთად გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი