ეკონომიკა

ზესტაფონში დევნილების 130 ოჯახს 2 ახალგარემონტებული კორპუსი გადაეცა

9 ნოემბერი, 2010 • • 1272
ზესტაფონში დევნილების 130 ოჯახს 2 ახალგარემონტებული კორპუსი გადაეცა

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ზესტაფონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. მათთვის კვალითის დასახლებაში 2 კორპუსი გარემონტდა, სადაც 130 ოჯახი იცხოვრებს. პროექტის ღირებულება – მილიონ 60 ათასი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაფარა. კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“  130 ბინის სრულად გაზიფიცირება მოახდინა, დაიდგა მრიცხველები და გაკეთდა გამწოვი სარკმელები, რაც კომპანიას 70 000 ლარი დაუჯდა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დევნილებს წლის ბოლომდე დაუკანონდებათ აღნიშნული ფართები და გაყიდვის შემთხვევაში მოეხსნებათ ბეგარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი