ეკონომიკა

ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი მსოფლიოში

8 ნოემბერი, 2010 •
ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი მსოფლიოში

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩვეველი ეკონომიკურ საკითხებში და ანალიტიკური კომპანია Roubini Global Economics Monitor -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მურიელ რუბინი ჟურნალ  ”ფორბსი” -ს მიხედვით ყველაზე გავლენიანი ეკონომისტია მსოფლიოში.

რუბინიმ ჯერ კიდე 2005 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აშშ-ში იპოთეკური ”ბუშტი გასკდებოდა” და დააზარალებდა მსოფლიოს ბაზრებს, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მაპროვოცირებელი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც მისი პროგნოზები გამართლდა, მას ხან ”კასანდრას”, ხან კი ”წინასწარმეტყველს” უწოდებდნენ.

1990 წელს რუბინიმ გარდაუვალი კრახი იწინასწარმეტყველა განვითარებად ბაზრებზე.

ყველაზე გავლენიანი ეკონომისტების სიაში  მოხვდნენ, აგრეთვე, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ლოურენს სამერსი, კოლუმბიის უნივერსიტეტში ”დედამიწის ინსტიტუტის ” თავმჯდომარე ჯეფრი საქსი, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი და სხვა ეკონომისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი