2013 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს ერთმანეთთან დააკაშირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალია. სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ”ბაქო-თბილისი-ყარსი არის პროექტი, რომელიც ჩინეთიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და აზიასა და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს, ამიტომ აზერბაიჯანის შუამავლობა ამ პროექტში საკმაოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელჩმა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, – ”მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები გეგმით 2012 წელს უნდა დასრულდეს, მხარეები მუშაობენ ამ პროცესის დასაჩქარებლად, რათა მუშაობა 2011 წლისთვის დასრულდეს”.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2013 წელს ამოქმედდება
-
26.11.2026
ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს
-
26.11.2026
ევროპარლამენტში დებატებზე პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს
-
25.11.2026
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით
-
25.11.2026
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს – Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
25.11.2026
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს
-
25.11.2026
ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეპრესიული მანქანის მმართველია — ღარიბაშვილი ციხიდან
