2013 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს ერთმანეთთან დააკაშირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალია. სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ”ბაქო-თბილისი-ყარსი არის პროექტი, რომელიც ჩინეთიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და აზიასა და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს, ამიტომ აზერბაიჯანის შუამავლობა ამ პროექტში საკმაოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელჩმა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, – ”მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები გეგმით 2012 წელს უნდა დასრულდეს, მხარეები მუშაობენ ამ პროცესის დასაჩქარებლად, რათა მუშაობა 2011 წლისთვის დასრულდეს”.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2013 წელს ამოქმედდება
-
23.11.2026 გაუმართლებელია ომი, სადაც ეკლესიის მეთაური ამართლებს სამხედრო მოქმედებებს – არქიმანდრიტი იერომიელი -
23.11.2026 ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც პოზიციასთან და ვერც ოპოზიციასთან დაპირისპირებული – მიტროპოლიტი იობი -
23.11.2026 ვარდების რევოლუციამდელი საქართველო რიცხვებში -
23.11.2026 თორნიკე რაზმაძეს იუთუბერები და სპორტული კომენტატორები სოლიდარობას უცხადებენ -
23.11.2026 ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე – ხოშტარია -
23.11.2026 მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
