ეკონომიკა

მდინარე რიონზე ასაშენებელი ალპანა ჰესით კიდევ 4 კომპანია დაინტერესდა

11 ოქტომბერი, 2010 • • 1191
მდინარე რიონზე ასაშენებელი ალპანა ჰესით კიდევ 4 კომპანია დაინტერესდა

მდინარე რიონზე ასაშენებელი ალპანა ჰესით თურქული კომპანია “Unal Insaat VE Ticaret A.S” გარდა კიდევ 4 კომპანია დაინტერესდა.

კომპანიებმა “Kolin Construction, Tourism, Industry and Trading Co. Inc”  (თურქეთი)   “Nurol Energy Production  and Marketing Inc” (თურქეთი) , “Limak Insaat Sanayi VE Ticaret A.S”. (თურქეთი)  და Energo-Pro Georgia -მ  განაცხადი ენერგეტიკის სამინისტროში უკვე წარადგინეს.

განაცხადების წარმოდგენის ვადა 2010 წლის 8 ოქტომბერს ამოიწურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი