ეკონომიკა

რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშების დაბლოკვაზე ატყობინებენ — Paper Kartuli

23 დეკემბერი, 2022 • 27835
რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშების დაბლოკვაზე ატყობინებენ — Paper Kartuli

Paper Kartuli-ის ინფორმაციით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები „საქართველოს ბანკისგან“ შეტყობინებებს იღებენ ანგარიშების დაბლოკვის შესახებ.

Paper Kartuli-ის ცნობით, რუსეთის ათობით მოქალაქეს მისწერეს „ბანკის შიდა პოლიტიკის“ მიზეზით ანგარიშის დაბლოკვის შესახებ როგორც შეტყობინებებში, ასევე, აპლიკაციის ჩატში და თანხის გასატანად 5 სამუშაო დღე მისცეს. ჯერჯერობით ბარათები მუშაობს. Paper Kartuli-ის თანახმად, მომხმარებელთა უმრავლესობას, რომლებმაც მიიღეს შეტყობინებები, აქვთ ანგარიშები მცირე ბრუნვით და არანაირი ოპერაციები კრიპტოვალუტით.

„დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება ბლოკავდნენ იმ ანგარიშებს, რომლის შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლეს“, — წერს Paper Kartuli.

საქართველოს ბანკში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გარკვეული ანგარიშების დახურვის მიზეზი „ბანკის შიდა პოლიტიკაა“. ბანკში არ აკონკრეტებენ, რამდენ ანგარიშის დახურვა იგეგმება და უკავშირდება თუ არა ეს საერთაშორისო სანქციებს. Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ნაკლებად, მაგრამ იყო ქართველებისა და უკრაინელების ანგარიშების დაბლოკვის მაგალითებიც, თუმცა „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ შეტყობინებები მხოლოდ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებმა მიიღეს.

Paper Kartuli არის რუსული გამოცემა Бумага-ს გუნდის მიერ შექმნილი ახალი ლოკალური მედია თბილისისა და საქართველოს შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი