უზბეკეთმა ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით პირველად გააგზავნა სპილენძის მადნით დატვირთული მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის.
მატარებლის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უზბეკურ რკინიგზაზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.
ლოკომოტივი შედგება 91 ერთეული 20-ფუტიანი კონტეინერისგან, რომელსაც ახლა ევროკავშირისკენ მიაქვს ალმალიკის მაღაროში მოპოვებული ნედლეული.
გზას, რომელსაც მატარებელი გაივლის, „შუა დერეფანს“ უწოდებენ.
ევროპისა და აზიის ეს დამაკავშირებელი გზა მოიცავს შავ ზღვას/თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას, თურქმენეთსა და დანარჩენ ცენტრალურ აზიას.
შუა კორიდორმა დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა რუსეთი დასავლური სანქციების სამიზნე.
ნოემბერში საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ შუა დერეფანს განავითარებდნენ.