ახალი ამბები

უარყოფითი PCR ტესტით საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ

5 მარტი, 2021 • 983
უარყოფითი PCR ტესტით საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ

საქართველოს მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაინაც საქართველოში მხოლოდ უარყოფითი PCR ტესტის საფუძველზე ჩამოვლენ და სავალდებულო თვითიზოლაციას აღარ გაივლიან.

საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტით საქართველოში შემოვლენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.

“განკარგულების თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით, შემოსვლას დღეიდან შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.
აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები”,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად, შემოსვლის შემთხვევაში მოქალაქემ ან რეზიდენტმა უნდა წარადგინოს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით ჩაიტაროს PCR-ტესტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი