ეკონომიკა

ზედა ჭერი რუსული ნავთობისა და გაზის ფასებს? – რას აპირებს დასავლეთი

2 სექტემბერი, 2022 • 1573
ზედა ჭერი რუსული ნავთობისა და გაზის ფასებს? – რას აპირებს დასავლეთი

კრემლი აცხადებს, რომ ნავთობს აღარ მიაწვდის იმ ქვეყნებს, ვინც მისი ენერგორესურსების ფასებზე ზედა ჭერს დააწესებს.

“კომპანიები, რომლებიც ფასზე ზედა ჭერს დააწესებენ, არ იქნებიან მათ ჩამონათვალში, ვინც რუსულ ნავთობს მიიღებენ”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

დღეს G7-ის ქვეყნების ფინანასთა მინისტრები გეგმავენ ონლაინ შეხვედრას, სადაც მოსალოდნელია, რომ შეჯერდებიან სწორედ იმ გეგმაზე, რომელსაც პესკოვი აკრიტიკებს – რუსული ნავთობის ფასზე ზედა ჭერის დაწესებაზე.
რუსული ნავთობის ფასზე ზედა ჭერის დაწესების იდეით თავდაპირველად აშშ-ის ფინანსთა მდივანი ჯანეტ იელენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გამოვიდნენ.

რუსული ნავთობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 70%, ტრანსპორტირდება გემებზე, რომლებსაც ფლობენ, აზღვევენ ან აფინანსებენ კომპანიები ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან. შესაბამისად, ამ მოსაზრების მიხედვით, მოკავშირეებს აქვთ უფლება დააწესონ ფიქსირებული ზედა ზღვარი,  რომლის ზემოთაც რუსული ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება ან ისინი აღარ იყიდიან. ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვით შემოსავლების შემცირებაა. ზედა ჭერი უნდა დაწესდეს იმ ფასზე, რომელიც რუსეთს, ერთი მხრივ, არ გაუქრობს მისი გაყიდვის სურვილს, რადგან მისი ეკონომიკა დიდწილად ამაზეა დამოკიდებული, ხოლო მეორე მხრივ, არ მისცემს საშუალებას მიიღოს კოლოსალური მოგება ენერგორესურსების ფასებზე მანიპულაციის გზით.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეინმა დღეს განაცხადა, რომ მოვიდა დრო დაიწყოს მსჯელობა მსგავსი ზედა ჭერის უკვე რუსულ გაზზე დაწესებაზეც, რომელსაც ევროპა მილების საშუალებით იღებს.

პესკოვის განცხადებით ეს ნაბიჯი ენერგობაზრის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მან მიანიშნა, რომ ევროპელები რუსული გაზის ამერიკდან იმპორტირებული თხეავდი გაზით ჩანაცვლებას ცდილობენ, რაც ძვირი ღირს.

“ანტი-რუსულმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროპა აშშ-დან ყიდულობს თხევად ნატურალურ გაზს და ამაში გაუმართლებელ ფასს იხდის. ამერიკული კომპანიები მდიდრდებიან, ხოლო ევროპელი გადასახადის გადამხდელები – ღარიბდებიან”, – განაცხადა პესკოვმა.

რუსული ენერგო გიგანტი „გაზპრომი“ აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რეკორდულ, 41.75-მილიარდიან მოგებაზე გავიდა. დასავლეთმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ მანამდე უპრეცედენტო სანქციები შემოიღო. სანაცვლოდ, რუსეთის მიერ დაწყებულმა ენერგო მანიპულაციებმა ევროპაში მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ფასი, რაც კომპანიის შემოსავლებზე დადებითად აისახა.

მიმდინარე წლის ივლისში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გამოაქვეყნეს წერილი სათაურით: “როგორ შევაჩეროთ რუსეთი დაუყოვნებლივ”. ამ წერილში ისინი სწორედ ზედა ჭერის დაწესებას ითხოვდნენ რუსული ენერგორესურსების ფასებითვის.

გთავაზობთ წერილის თარგმანს:

როგორ შევაჩეროთ რუსეთი დაუყოვნებლივ | მოსაზრება

მასალების გადაბეჭდვის წესი