ეკონომიკა

დოლარი 2.92 ლარი ღირს, ევრო – 3.07

19 მაისი, 2022 • 4638
დოლარი 2.92 ლარი ღირს, ევრო – 3.07

19 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 20 მაისს იქნება ძალაში, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან თითქმის 2-2 თეთრით გამყარდა.

შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ოფიციალური კურსით 2.9262 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.018 ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0184 ლარით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.0789 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი