საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამუშავებს გეგმას, რათა ქვეყანაში დიდი ჰესები სახელმწიფომ ააშენოს.
„ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკეკებს ყოფილ ინვესტორთან, რომ… და ამის შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ.
ეკონომიკურ გუნდში ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს.
მე უკვე მაქვს დავალება მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. ჩვენ ამ გეგმას უახლოს კვირაში წარმოვადგენთ. თუ ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება ენერგო დამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიდი ჰესები – ნამახვანი, ნესკრა, ჰუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს, „რომ ეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს იყოს და არა კერძო ინვესტორების“.
საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას მოქალაქეთა ნაწილი მხარს არ უჭერს.