ეკონომიკა

შამბა:სოხუმის აეროპორტით უცხოელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

8 აგვისტო, 2011 • • 1017
შამბა:სოხუმის აეროპორტით უცხოელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

სოხუმის აეროპორტით რუსი, თურქი და იორდანიელი ბიზნესმენები ინტერესდებიან- იტყობინება აფხაზური მედია

” არსებობს რამდენიმე საინტერესო წინადადება სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, ჩვენი აეროპორტით დაინტერესდნენ ბიზნესმენები იორდანიიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. რამდენიმე ავიაკომპანია უკვე დღეს არის მზად განახორციელოს სამგზავრო და სატვირთო რეისები აფხაზეთში.” – ამბობს აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა.

სერგეი შამბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, სადაც ის შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობას, უსაფრთხოების საბჭოს  და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, წერს აფხაზური მედია.

შამბა აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ისეთი ფორმების გამოყენებას როგორიც არის აქციების გამოშვება, ტენდერი და სხვა.  ამ მიმართულებით მისი თქმით წელს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

შამბას თქმით, რუსეთმა უკვე გამოყო სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდი.

”ჩვენ თანამედროვე ნავიგაციის სისტემა გვჭირდება, ინფრასტრუქტურის აღჭურვა, რომელიც სამწუხაროდ სოხუმის აეროპორტს არ აქვს.”

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი