ეკონომიკა

”ტოიოტას” სასამართლო უწყებას უგზავნის

23 თებერვალი, 2010 • • 1237
”ტოიოტას” სასამართლო უწყებას უგზავნის

 

კომპანია ”ტოიოტა” სასამართლოსგან უწყებას იღებს, სადაც კომპანიისგან იმ დოკუმენტებს ითხოვენ, რომელიც მათ მიერ ბაზრიდან გაწვეულ ავტომობილებს უკავშირდება.

იაპონურმა კომპანიამ მილიონობით ავტომობილი გაიწვია მსოფლიო ბაზრიდან, მათი გაუმართაობის გამო.

სასამართლო უწყისი თვის დასაწყისში გადაიგზავნა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოსა და ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის კომისიის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

”ტოიოტაში”  აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

დოკუმენტების გამოთხოვის მიზეზად სახელდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ კომპანიის მიერ ავტომობილების გაწვევაზე 100 მილიონი დოლარი დაიზოგა.

კონკრეტულად კი იგულისხმება 55 ათასი ”ტოიოტა კამრის” და ”ლექსუს ES350”, რომლებზეც კომპანიამ შესაძლოა 100 მილიონი დოლარი დაზოგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი