ეკონომიკა

შაქარი ძვირდება, სხვა პროდუქტების ფასები კი იკლებს

9 თებერვალი, 2010 • • 1959
შაქარი ძვირდება, სხვა პროდუქტების ფასები კი იკლებს

 ქართულ ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა. თუკი რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სუპერმარკეტებში ყოველდღიური მოხმარების საკვებზე დაახლოებით 15-20 თეთრით მეტს იხდიდით, დღეს ეს ფასები მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა გაძვირებამდე არსებულ ფასებს.

მაგალითად დაიკლო იმპორტირებულმა საქონელმა, რომელიც იმპორტიორ კომპანიას დოლარში ჰქონდა ნაყიდი. შესაბამისად, რადგან ლარი გამყარების ტენდენციას განიცდის დოლარის მიმართ, ფასები იმპორტირებულ საქონელზე ისევ შემცირდა.

თუმცა ფასების კლება არ შეეხო შაქრის ღირებულებას. ქართულ ბაზარზე შაქარი ისევ ძვირია.

ლაშა ისაკაძე, აგარის შაქრიდან ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მათი ქარხანა არ ადგენს ფასს და ისინი დამოკიდებული არიან მომწოდებელზე. მომწოდებელი კი ნედლეულს გაძვირებული ფასით აწვდის.

რაც შეეხევა ნედლეულს, განსაკუთრებით გაძვირებულია თეთრი შაქრის ფასი. არ არის გამორიცხული შაქარზე ფასმა ისევ მოიმატოს. ლონდონის ბირჟაზე შაქრის ფასი მხოლოდ გუშინ 12  დოლარით გაძირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი